პრემიერი: ეს შემთხვევა მოხდა ” ნაციონალების” დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბარბარე რაფალინცის საქმეს გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, ძალიან ცუდია, რომ უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი, ბარბარე რაფალიანცის თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ. “ეს შემთხვევა მოხდა ” ნაციონალების” დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები