“თურქეთი საქართველოს მიმართ რბილ რელიგიურ ანექსიას ახორციელებს”

„ჩვენი მეზობელი და მეგობარი თურქეთი საქართველოს მიმართ რბილ რელიგიურ ანექსიას ახორციელებს“- ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. არეშიძის თქმით, იმ მდგომარეობას, რაც დღეს აჭარაში რელიგიური თვალსაზრიზით შეიქმნა, წინა ხელისუფლებამ დიდად შეუწყო ხელი. დაძაბული სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად არეშიძე „უაზროდ დარიგებულ“ მოქალაქეობას ასახელებს:
„ დღეს აჭარაში რელიგიური თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაში წინა ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ნაწილს, როდესაც აბსოლუტურად უკანონოდ და უაზროდ დაარიგეს მოქალაქეობა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმიდან გამომდინარე, არ იმსახურებდნენ. დღეს, ჩვენი მეზობელი და მეგობარი თურქეთი საქართველოს მიმართ რბილ რელიგიურ ანექსიას ახორციელებს. აჭარის მიმართ მის ინტერესს არც არასოდეს მალავდა თურქეთი. აქ მთავარი რელიგიური საკითხი არ არის. რელიგია, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური პროგრამები ეს უბრალოდ ინსტრუმენტია მთელ საქართველოში თავისი გავლენის მოსაპოვებლად და, განსაკუთრებით, აჭარაში“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
არეშიძის შეფასებით, არც საზოგადოება და არც დღევანდელი ხელისუფლება იმ გამოწვევებისთვის, რაც რელიგიური თვალსაზრისით აჭარასა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში ხდება, მზად არ არის და ამიტომაც ბევრ შეცდომას უშვებს და პროცესების რეგულირებას ვერ ახდენს. მისივე თქმით, ის რაც ქობულეთში მოხდა, დაუშვებელია, მაგრამ პრევენცია და ჩარჩოში მოქცევა შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები