კანადა უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს

კანადის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ პეტრე პოროშენკომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეთანხმებას ხელი მოაწერა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კანადა უკრაინას საკრედიტო გარანტიებს 200 მილიონ კანადურ დოლარზე შესთავაზებს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პეტრე პოროშენკო კანადის პრემიერ-მინისტრს სტივენ ხარპერს შეხვდა და დონბასში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა აშშ-მაც გაუწია. მან უკრაინის თავდაცვას ფინანსური დახმარება გაუორმაგა, ევროკავშირმა კი 250 მილიონი ევრო 4 პირობის შესრულების გათვალისწინებით გამოუყო. ესენია: სახელმწიფო პოლიტიკის, მაკროეკონომიკის, სახელმწიფო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სტაბილიზაცია. თუმცა მოგვიანებით უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა იან ტომბინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის მიერ მოწოდებული ათობით მილიონი ევრო არაეფექტურად გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები