„უკრაინის მშიერი ჯარისკაცები ავტომატებს 35 $ ყიდიან“

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურებმა ბატალიონ „ჩერკასის“ ჯარისკაცები ფულის და საკვები პროდუქტების გარეშე დატოვეს. ეს ინფორმაცია საინფორმაციო პრესცენტრ „ვოსტოკის“ ერთ-ერთმა თანამშრომლმა, მეტსახელად „ჩეკისტმა“ გაავრცელა. მისი თქმით, ვოლნოვახაში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჯარისკაცებს უნდათ მეამბოხეებს ჩაბარდნენ. ხალხის თქმით, სამხედროები დადიან ქალაქში და ავტომატებს 500 გრივნით (დაახლოებით 35 %) ყიდიან. „ჩეკისტის“ თქმით, ჯარისკაცები მშივრები არიან, თუმცა „მოსახლეობა მათ, რა თქმა უნდა, საკვებით ეხმარება“, – განაცხადა საინფორმაციო პრესცენტრ „ვოსტოკის“ თანამშრომლმა.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ დონეცკის აეროპორტში 200-მდე დაქირავებული პირი იმყოფება. მათ შორის უკრაინელები, ინგლისელები, ალბანელები არიან. „ჩეკისტის“ განცხადებით, ნოვოროსიის ჯარის არტილერიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო საწყობი ქიმიური იარაღით გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები