კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს თანერ ილდიზს შეხვდება.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, ტრანსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაზე, ახალი ურთიერთდამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობის გაძლიერების მიზნით კერძო სექტორის ხელშეწყობასა და ასევე მთავრობათაშორისო ახალი შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრებენ.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი ანკარაში 19 სექტემბერს დასრულდება.