რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან დედებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

დღეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე  და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მრავალშვილიან დედებს ესტუმრნენ, დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“3 მარტი, დედის დღე, დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა. ყველა დედას ვუსურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც მთავარია სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები