ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გაეცნო მათ საჭიროებებს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სოციალურ მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

“მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს საკითხების დროული რეაგირება დაავალა. მოქალაქეთა მიღებას ასევე ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილეები ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები