კანადამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადება კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის წინ გააკეთა.

ანანდის თქმით, კანადა სანქციების სიას რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ კიდევ 100 ტანკერს ამატებს.

როგორც კანადის მთავრობამ აღნიშნა, გამოცხადებული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაფინანსების უნარის შესუსტებას.

„კანადა ურყევად აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტისადმი ერთგულებას, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ უფლებებს პუტინის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებებისგან. სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას, კანადა გააგრძელებს ზეწოლის გაზრდას სანქციების გზით, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები