ხვიჩა კვარაცხელიამ ისრაელთან მატჩში დუბლი შეასრულა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისრაელთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 2:0 დაწინაურდა.
გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 53-ე წუთზე დუბლი შეასრულა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.