სოფელ ოზურგეთისა და მელექედურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ მელექედურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო პროექტის ღირებულება 2 483 895 ლარს შეადგენს, რომლის მიხედვით გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 3 535 მეტრი-სიგრძის გზის რეაბილიტაცია.
“პროექტში ასევე გათვალისწინებულია შიდა უბნების მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაო პროცესს ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.