ისტორიაში პირველად – საქართველომ უფროსებს შორის ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 138,96 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 218,41 ქულით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს აქამდე უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არ ჰქონია.
მოკლე პროგრამაში სპორტსმენებმა მსაჯებისგან 79,45 ქულა დაიმსახურეს და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვეს, თავისუფალ პროგრამაში კი 138,96 ქულა მიიღეს და მცირე ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.
ასევე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მოკლე პროგრამა მეექვსე ადგილზე დაასრულა და ნიკა ეგაძე, რომელმაც მოკლე პროგრამაში მე-15 ადგილი დაიკავა.