აშშ რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად 25 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისა და რეაბილიტაციის პროგრამებისთვის 25 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი თანხები ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, დაბრუნებას და რეაბილიტაციას.

აშშ-ის დაფინანსება მხარს დაუჭერს ორი ტიპის პროგრამას: დეპორტირებული ბავშვების პირდაპირი თვალყურის დევნებას და პროექტებს, რომლებიც მხარს დაუჭერს უკრაინის მთავრობას და სანდო ადგილობრივ პარტნიორებს დაბრუნებული ბავშვების რეაბილიტაციაში.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში ტრაგიკული სისხლისღვრა უნდა დასრულდეს და მისი ადმინისტრაცია სრულად ერთგული რჩება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები