ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში უბედურ შემთხვევას 33 წლის გოგო ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა გოგო აივნის მოაჯირს იყო მიყრდნობილი, რა დროსაც მას ფეხი დაუცურდა და გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები