ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე გაიმართა ოთხდღიანი ბანაკი თემაზე – ,,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი”.
“ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ სამგზის ოლიმპიურ, შვიდგზის ევროპის და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს პარლამენტის წევრს – ლაშა ტალახაძეს.
პანელური შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მოადგილე ირაკლი აბულაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.
კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაშა ტალახაძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა იმ სირთულეებსა თუ დაბრკოლებებზე რისი გადალახვაც მოუწია საკუთარი კარიერის განმავლობაში.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონში, ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. პანელურ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის წარმომადგენლები,”- წერია ინფორმაციაში.