გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვარხეთის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები