საქართველო-ისრაელის ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველო-ისრაელის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.
36-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის მცველებს გასცდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
54-ე წუთზე კვარაცხელიამ მცველები ჩამოიშორა და დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც მეტოქის კარში სხვაობა ორამდე გაზარდა.
61-ე წუთზე ანგარიში გაი მიზრაჰიმ შეამცირა, ხოლო ომრი განდელმანმა სამ წუთში წონასწორობა აღადგინა. ორივე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების დაცვა ჩავარდა.
მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს 29 მარტს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.