ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის მოთხოვნით, მან ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები 6 აპრილამდე შეაჩერა.

მისივე თქმით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.

„ირანის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, გთხოვთ, ეს განცხადება გამოიყენოთ იმის საჩვენებლად, რომ მე ვაჩერებ ირანის ელექტროსადგურის განადგურების პერიოდს ათი დღით, ორშაბათამდე, 2026 წლის 6 აპრილს, საღამოს 20:00 საათამდე, აღმოსავლეთის დროით (Eastern Time). მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, ყალბი ამბების მედიისა და სხვათა მიერ საპირისპირო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ისინი ძალიან კარგად მიმდინარეობს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები