მწერალი და ჟურნალისტი გიორგი (გია) პაპუაშვილი გარდაიცვალა

70 წლის ასაკში მწერალი და ჟურნალისტი გიორგი (გია) პაპუაშვილი გარდაიცვალა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა პრესაში, საქ. რადიო-ტელეკომიტეტში, ჯერ რადიოს, შემდეგ კი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურების პროდიუსერად. ასევე, ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების წამყვანად და მთავარ რედაქტორად; ხელმძღვანელობდა ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარ რედაქციას, იყო ავტორი და ხელმძღვანელი სატელევიზიო პროექტისა „საქართველო არის ესე“. როგორც სცენარისტმა, რეჟისორმა და ოპერატორმა 80 ისტორიულ-ეთნოგრაფიული დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
2004-2017 წლებში რედაქტორობდა ლიტერატურულ-ეთნოგრაფიულ გაზეთ „რაეოს“.
ჟურნალისტური მოღვაწეობის პარალელურად გიორგი პაპუაშვილი წერდა მოთხრობებს. პირველი მოთხრობა „გაზაფხული, შემოდგომა და ძაღლი“ დაიბეჭდა ჟურნალ „ნობათში“.
ამ დროიდან მოყოლებული, მისი კრიტიკული წერილები ქვეყნდება გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში”, ცენტრალურ თუ რეგიონულ პრესაში, ლიტერატურულ ჟურნალებში.
გიორგი პაპუაშვილი სამჯერ წარმატებით მონაწილეობდა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ მიერ გამოცხადებულ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში  2024 წლის რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსზე კი მეორე პრემია მოიპოვა მოთხრობისათვის – „ჩუმი ნაბიჯების ხმა“.
მისი ჯილდოებიდან აღსანიშნავია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია ფილმისათვის – „გზა შინისაკენ“.
იგი ორი საბავშვო წიგნის ავტორია. „მოლი – ანუ თითქმის დაუჯერებელი ამბები“ (2021) და „ტოტოშა – გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია“ (2023) ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა.  ამავე წელს გამომცემლობა „მწიგნობარმა“ დაბეჭდა მისი მოთხრობების კრებული „დაგვიანებული საზღაური“.
კრებულში გაერთიანებულია მწერლის 25 მოთხრობა.

გიორგი პაპუაშვილის გამოსვენება გამოსვენება არის კვირას, 29 მარტს, 14:00 საათზე.
მისამართი- დიღომი 9, ნიკოლოზ ბერაძის მეორე ჩიხი,მეორე სახლი (თბილისი მოლის უკან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები