გიორგი ფანცხავამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცხავამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია, სამოქმედო გეგმის გაცნობა და შესაბამის უწყებებს შორის ფუნქციების გადანაწილება.
“სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე, ხუთივე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები,”- წერია ინფორმაციაში.