ობამამ ერაყში სამხედრო ოპერაციაზე უარი განაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად ჯარების გაგზავნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.
„ამერიკულ ჯარებს, რომლებიც ერაყში იმყოფებიან, საბრძოლო ამოცანები არ აქვთ და არც ექნებათ“, – ქალაქ ტამპაში გამომსვლელებთან გამოსვლისას განაცხადა ბარაკ ობამამ. საკუთარი პოზიციის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა მანამდეც ისაუბრა. 11 სექტემბერს მან განაცხადა, რომ აშშ ერაყში ჯარებს არ შეიყვანს. პრეზიდენტის თქმით, „ბოევიკებთან“ ბრძოლისთვის ამერიკული საჰაერო სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ახლა სირიის და ერაყის რამდენიმე პროვინციას აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები