რუსეთი შესაძლოა, ბირთვული თანამშრომლობიდან და „სვიფტის“ სისტემიდან გარიცხონ

ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობიდან და „სვიფტის“ სისტემიდან გარიცხვის შესაძლებლობების განხილვისკენ მიუწოდებს. ამის შესახებ რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომელის კენჭისყრის პროცედურა ევროპარლამენტის სხდომაზე დღეს უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ევროპარლამენტის ახალი კრიტერიუმების თანახმად, ევროკავშირის მიერ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაუქმდეს. ევროპარლამენტის მოსაზრებით, „ევროკავშირისთვის ერთადერთი პასუხი რუსეთის მუქარებზე – ერთად დგომა და ერთ ხმაში საუბარია“. ევროპარლამენტის აზრით, „ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს, სტრატეგიული პარტნიორობის კონცეფციაზე უარი თქვას და ახალი უნიფიცირებული მიდგომა იპოვოს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები