პრემიერ-მინისტრი ფრანგ სენატორებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ფრანგ სენატორებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ სენატორებს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ფრანგ სენატორებთან – ალენ გურნაკთან და ფილიპ დალიესთან შეხვედრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრით დაიწყო. პრემიერმა სენატორებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის. საუბრის მთავარი თემა იყო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სენატორები გურნაკი და დალიე საფრანგეთი-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან. შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები