პოროშენკოს დაპირებით, არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება
უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს დაპირებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება. ამის შესახებ პოროშენკომ კანადაში გამოსვლისას განაცხადა. „26 ოქტომბერს თქვენი ქვეყნის მისიას ველოდებით უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან გვინდა ვანახოთ, რომ არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა კანადის მთავრობას მადლობა გადაუხადა რთულ პერიოდებში მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან ყველაზე დიდი – 500 კაციანი დამკვირვებელთა ჯგუფი გააგზავნა უკრაინაში.