პოროშენკო აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ვაშინგტონში ჩავიდა. დღეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იწყება. „უნიანის“ ინფორმაციით, ვიზიტის პროგრამით შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენთან ბარაკ ობამასთან, ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ჯონ ქერისთანაა დაგეგმილი. გარდა ამისა, პოროშენკო აშშ-ს კონგრესის და ატლანტიკური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვა.
პოროშენკოს და ობამას შეხვედრაზე დონბასში სიტუაციის დარეგულირების საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები