აშშ უკრაინის ეკონომიკის განვითარებისთვის 34 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროგრამის განსახორციელებლად უკრაინას 34 მილიონი აშშ დოლარი გამოუყოს.ამის შესახებ საუბარია უკრაინის რეგიონალური განვითარების, მშენებლობისა და საცხოვრებელი-კომუნალური მფლობელობის საკითხთა მინისტრის, ვიცე პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ოთხშაბათს ამერიკულ მხარესთან მოხდა უკრაინაში მუდმივი დემოკრატიის დამკვიდრების მეთოდის, მდგრადი ეკონომიკის განვითარების პროგრამის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობასთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერა.
შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინისათვის 34 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც გამოყენებული იქნება, მათ შორის უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო ნორმებთან მიახლოებისათვის, კერძო სექტორის პოტენციალის განმტკიცებისათვის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წვრილი და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისათვის, მართვაში მოქალაქეტა ჩართულობისათვის, ენერგოუსაფრთხოების დონის გაზრდისათვის.