რუსეთის „წლის ჟურნალისტმა“ დაჯილდოებისას ანტიპუტინური ტექსტი გააჟღერა (ვიდეო)
უშინ ჟურნალ GQ-ის ვერსიით რუსეთის „წლის ჟურნალისტი” გამოავლინეს. წლის საუკეთესო ჟურნალისტად ილია აზარი დასახელდა, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად თავის სიტყვაში ანტიპუტინური ტექსტიც გააჟღერა.
აზარმა მადლობა გადაიხადა მისთვის მინიჭებული ჯილდოს გამო და აღნიშნა, რომ პირველ რიგში „ლენტა.რუ“-ს ყოფილ მთავარ რედაქტორს გალინა ტიმჩენკოს და „ეხო მოსკვის“ მთავარ რედაქტორს ალექსეი ბენედიკტოვს ემადლიერება.
მისი სიტყვებით, ამ ადამიანებმა საშუალება მისცეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად გაეშუქებინა.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ის უბრალოდ აღწერს იმას, რაც უკრაინაში ხდება და გამოთქვა იმედი, რომ პუტინი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის მიმართ.
„იმედი მაქვს, რომ ვლადიმერ პუტინი კიდევ აღარ გააგზავნის რუს ჯარისკაცებს დონბასში, უკრაინის არმია არ დაბომბავს ქალაქებს, რუსული ტელეარხები კი ტელევიზორებიდან სიძულვილს და სიცრუეს აღარ გაავრცელებენ, და შემდგომ წელს პრემიას შესანიშნავი კინოკრიტიკოსი დოლინი ან ჩემი მეგობარი ბრწყინვალე რეპორტიორი ეგორ მოსტოვშიკოვი მიიღებენ“.
ჟურნალისტის სიტყვებს ყველა რუსული ტელეარხი გადმოსცემდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=W8L3SoOlS88″ width=”560″ height=”315″]