უეფას ლიგის მატჩზე უკრაინის დროშის გამო, გულშემატკივრები პორტუგალიის პოლიციამ მოედანზე არ დაუშვა
ინციდენტი პორტუგალიაში ლისაბონის „დე ლუშზე“ გასამართი მატჩისას მოხდა. პორტუგალიის პოლიციამ შეაკავა 50 – მდე უკრაინელი საფეხბურთო ფანი, რომლებიც ლისაბონის „ბენფიკასა“ და პეტერბურგის „ზენიტს“ შორის უეფას ლიგის პირველი ტურის მატჩზე აპირებდნენ დასწრებას. ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ ფანები მოედანზე არ შეუშვა, იმ მიზეზით, რომ ისინი მატჩზე დასწრებას პოლიტიკური მოტივებით აპირებდნენ და მათგან სავარაუდოდ მოსალოდნელი იყო მოედანზე პოლიტიკური მოტივებით სიტუაციის პროვოცირება. გარკვეული ხნის შემდეგ გულშემატკივრებმა მაინც მოახერხეს მოედანზე შესვლა, თუმცა როგორც კი დააპირეს უკრაინის დროშის გაშლა, ისინი სტადიონის დაცვამ დააკავა და მოედანი ყველა მათგანს დაატოვებინა.