იტალიელი ევროპარლამენტარების მხარდაჭერა რუსეთისადმი და მათი უცენზურო ჟესტი

ევროპარლამენტის სესიათა დარბაზში, უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის მიდინარეობისას, რუსეთს სამმა იტალიელმა ევროპარლამენტარმა მხარდაჭერა გამოუცხადა. იტალიელი პოლიტიკოსები სხდომებზე თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ, რომელზეც იყო წარწერა: „არა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“. მას შემდეგ, რაც სხვა ევროდეპუტატებმა რატიფიცირების დოკუმენტს 536 ხმით დაუჭირეს მხარი, ერთ-ერთმა იტალიელმა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტების მიმართულებით შუა თითის ჩვენება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები