პუტინმა ყირიმის ხელმძღვანელის პოსტზე 3 კანდიდატურა წარადგინა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხელმძღვანელის პოსტზე 3 კანდიდატურა წარადგინა. მათ შორისაა ყირიმის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი სერგეი აქსენოვი. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს განსახილველად რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე შემდეგი კანდიდატურები წარადგინა: სერგეი აქსენოვი – ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, გენადი ნარაევი – ყირიმის რესპუბლიკის ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი და ალექსანდრე ტერენტიევი – რუსეთის ფედერაციის ფედერალური შეკრების სახელმწიფო დუმის დეპუტატი“, – ნათქვამია განცხადებაში.
სერგეი აქსენოვი ყირიმის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 2014 წლის აპრილში იყო დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები