თბილისის მთავრობა 19 სექტემბერს კომპანია outdoor.ge-ს ანგარიშს მოისმენს
თბილისის მთავრობა 19 სექტემბერს გარე სარეკლამო მომსახურების კომპანია outdoor.ge-ს ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის რაიონულ გამგეობებს დაავალა, შეხვედრაზე წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია ამ კუთხით არსებული პრობლემების შესახებ, რათა ერთობლივად გამოინახოს მათი გადაჭრის გზები. პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების – „GWP, „სითი-პარკი“, „თელასი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები გაწეული სამუშაოების შესახებ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.