ლუსტრაციის კანონის ამოქმედება უკრაინაში 1 მილიონ ჩინოვნიკს შეეხება

ლუსტრაციის კანონის ამოქმედებით შემოწმება უკრაინაში 1 მილიონ ჩინოვნიკს შეეხება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
„ამ კანონის ამოქმედება, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით სხვადასხვა რანგის 1 მილიონ ჩინოვნიკს შეეხება. მათ შორისაა მთელი მინისტრთა კაბინეტი. მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ ამ კანონის ქვეშ ასევე სასამართლო ხელისუფლება მოხვდეს“, – განაცხადა იაცენიუკმა. იაცენიუკის თქმით, მოქმედი მინისტრების, მათი მოადგილეების და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელი პირის შემოწმების კომისია დაუყონებლივ იქნება შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები