ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა.

„კიევში ვარ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლის იუბილეს აღსანიშნავად. უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი გამძლეობის აღსანიშნავად. როგორც არასდროს, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო ნაწილში, მორალურად. სანამ ქვეყანა არ გახდება სრულიად თავისუფალი“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები