დმიტრო კულება: რუსეთი უგულებელყოფს გლობალური უმრავლესობის ნებას და აგრძელებს თავის აგრესიას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიოს ნების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

„რუსეთი უგულებელყოფს გლობალური უმრავლესობის ნებას. ის აგრძელებს თავის აგრესიას და სულ უფრო მეტ ადამიანს აგდებს ომის ცეცხლში.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ [ომის] ამ ორი წლის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოება მხოლოდ გაუარესდა. უფრო და უფრო მეტი ომი და კონფლიქტი ჩნდება მთელ მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის შუაგულში სისხლმდენი ჭრილობაა“, – განაცხადა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები