ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა მხარს უჭერს პოლონელ ფერმერებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა პოლონელ ფერმერებს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს და უკრაინელი გადამზიდებისთვის დაწესებულ საბაჟო შეღავათებს აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირი, კანონის უზენაესობის აღდგენის მიზნით, პოლონეთის ძალისხმევით „აღფრთოვანებულია“.

მისი თქმით, მომავალ კვირას ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პოლონეთისთვის ევროკავშირის ფონდებიდან 137 მილიონ ევრომდე გამოყოფის შესახებ.

„ევროპა მხარს უჭერს პოლონელ ფერმერებს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის ექსპორტის გაზრდას შავი ზღვის გავლით, რათა შევამსუბუქოთ ზეწოლა პოლონეთის სახმელეთო საზღვარზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები