პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა მცირდება
საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა 1 155.6 ათასი ლარით მცირდება. აღნიშნული თანხა კი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში იქნება მიმართული. პარლამენტის დადგენილების პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საკითხს მხარი კომიტეტის უმრავლესობამ დაუჭირა, ოპოზიციამ კი -არა.