უკრაინა არაკონტროლირებად დონბასს არ აღადგენს. ფინანსურ დახმარებას ოლიგარქებს და დონორებს სთხოვენ
უკრაინის ხელისუფლება დონბასის ტერიტორიების აღსადგენად მოსახლეობის მიერ გადახდილ ფულს არ გამოიყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ფულს რუსი ტერორისტები მოიპარავენ.
„ფინანსთა სამინისტროს დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეული ტერიტორიების აღსადგენად სპეციალური ფონდის შექმნა დავავალე. ეს ფონდი უნდა შეივსოს, პირველ რიგში, უკრაინელი ოლიგარქების შემოწირულობებით და დაფინანსებით. მეორე – ეს საერთაშორისო დონორების დახმარება უნდა იყოს. და მესამე – სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ შეგვიძლია სახსრები გამოვყოთ ცალკეულ ტერიტორიებზე, თუ ჩვენ სრულად აღვადგენთ კონტროლს მთელ ტერიტორიაზე, როდესაც საწარმოები მუშაობას დაიწყებენ და ცენტრალური ბიუჯეტი მათი გადასახადებით შეივსება“ , – აღნიშნა იაცენიუკმა. მან განაცხადა, რომ ეს ყველამ ერთად უნდა გააკეთოს. ეს მთელი უკრაინის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ანა მსოფლ კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი გუსინი დაიღუპა
დღეს 42 წლის ასაკში კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი ანდრეი გუსინი დაიღუპა. უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გუსინი მოტოციკლეტით ავტოდრომ „ჩაიკაზე“ მოძრაობდა, როდესაც გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
გუსინი „დინამოს“ შემადგენლობაში უკრაინის 7- გზის ჩემპიონი იყო. 4-ჯერ გუსინი უკრაინის თასის მფლობელი გახდა, კლუბთან ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მონაწილეობდა. 10 წლის მანძილზე ანდრეი გუსინი უკრაინის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იყო. მან წარმატებული თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს ჩაატარა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ანდრეი გუსინმა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.