დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიზიტით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნული მოადგილე ტომაშ ორლოვსკი ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მინისტრს უმასპინძლა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი პრიორიტეტები მიმოიხილეს.
ასევე შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები