ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებული კოალიციის ლეგიტიმურობა საეჭვოა
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებული საერთაშორისო კოალიციის მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები ეჭვს ბადებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარზიე აფხამმა განაცხადა, – წერს უცხოური პრესა.
„კოალიციის ლეგიტიმურობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ის არსებული გაეროს მექანიზმების გარეშე იყო შექმნილი“, – განაცხადა აფხამმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შექმნილი. ინიციატივა აშშ-ს ეკუთვნის. კოალიციას უნდა ემოქმედა როგორც სამხედრო ძალის გამოყენებით, ასევე დიპლომატიის მხარდაჭერის საშუალებით.