დონეცკში „გრადიდან“ ცეცხლი 3 საათის განმავლობაში იყო გახსნილი. დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი

0

დონეცკში „ბოევიკებმა“ დასახლებულ პუნქტს ნიჟნიაია კრინკას და ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციებს „გრადიდან“ ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, სროლა 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის „გრადიდან“ სროლა მოსახლეობის სახლების მიმართულებით იყო გახსნილი. შედეგად, ნიჟნაია კრინკას 9 სახლი დანგრეულია, დაღუპულია 10 მშვიდობიანი მოსახლე და დაჭრილია ათობით ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი