პუტინი პოროშენკოს მარიუპოლზე იერიშით ემუქრებოდა

დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პუტინი პოროშენკოს მარიუპოლზე იერიშით ემუქრებოდა.
„ბატკივშინის“ დეპუტატების განცხადებით, უკრაინის პარლამენტის სხდომის დაწყებამდე პეტრე პოროშენკომ აღნიშნა, რომ პუტინი გამუდმებით სატელეფონო კავშირზე ჰყავს. პოროშენკოს თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გასაგებად მიანიშნა უკრაინულ კოლეგას, რომ „თუ არ მივიღებთ კანონებს, ის ჯარებს მარიუპოლისკენ მიმართავს და არ გაჩერდება, სანამ ყირიმამდე არ მივა“.
დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ ბევრი შეთავაზება ჰქონდათ კანონპროექტებთან მიმართებაში. გარდა ამისა, უკრაინული პრესის ცნობით, პოროშენკომ დეპუტატებს განუმარტა, რომ რუსეთთან საბრძოლველად ფაქტობრივად არაფერი გააჩნიათ, სამხედრო ტექნიკის 60% განადგურებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები