მურმან დუმბაძე ვიცე – სპიკერის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს

პარლამენტში მოღალატე აჭარელს ვერ იპოვიან, რომელიც ვიცე-სპიკერის პოსტიდან ჩემს გაწვევას დაუჭერს მხარს – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ვიცე- სპიკერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას არ აპირებს.
“ჩემს გასაწვევად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსი მაჟორიტარი დეპუტატიდან ოთხის ხელმოწერაა საჭირო, ამის გაკეთება შეუძლებელია. თვითონ მე განცხადების დაწერას არ ვაპირებ გადადგომის თაობაზე, რადგან ,,ქართულ ოცნებასთან” არავითარი ვალი არ მაქვს. მე მაჟორიტარული არჩევნები მოვიგე”, -აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები