ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. პრემიერ-მინისტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა დუბაიში, ზაბელის სასახლეში გაიმართა.
არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვეს. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.