„საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა, მთავრობის მეთაური – კი პრემიერია“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი “რუსთავი 2” -ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გამოქვეყნებულ მიმოწერას გამოეხმაურა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ვის სახელზეც არ უნდა მოსულიყო მოწვევა, კონსტიტუციაში წერია, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს.
„მოწვევა ვის სახელზეც უნდა მოსულიყო, თუ გინდა მოვიდეს სააკაშვილის სახელზე, წასვლით უნდა წავიდეს ის, ვისაც ეკუთვნის კონსტიტუციურად. კონსტიტუციაში წერია, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა, მთავრობის მეთაური არის პრემიერ- მინისტრი, ასე უწერიათ სხვა ქვეყნებსაც“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.