„თბილისის საბიუჯეტო კრიზისის გამოწვევა „ნაციონალების“ შემუშავებული გეგმის ნაწილია“
„ცენტრალურ ბიუჯეტში კრიზისი ცოტა უფრო რთული გამოსაწვევია, ამიტომ „ნაციონალები ცდილობენ თბილისის ბიუჯეტში კრიზისი გამოიწვიონ, ეს მათი გეგმის ნაწილია“- ამის შესახებ განცხადება „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შატბერაშვილის განცხადებით, „ნაციონალები“ ძლიერი არიან იმით რომ თბილისის მერიაში ამ დრომდე თანამშრომელბის 90 % მათი კადრებია , რომელთაც მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ ვერ ერეევა. „ თბილისის ბიუჯეტში 13 მილიონი არის დეფიციტი და ამის გამო უგულავას მიერ გასხვისებული ბაღების გამოსყიდვა არის შეჩერებული. ძალიან სერიოზულ პრობლემას შექმნის კერძო სექტორიდან სესხის აღება. ასეთ დროს თბილისი მთავრობას ხდება უკვე ამ კომერციულ ბანკზე დამოკიდებული. კომერციული ბანკებიდან აღებული სესხით თბილისის მთავრობის დაკაბალება ხდება“- განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.