რუსეთი ჰუმანიტარული დახმარების მორიგ კოლონას უკრაინაში კვირის ბოლოს გაუშვებს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მზადაა, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მესამე პარტია კვირის ბოლოს გაუშვას. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ სტეპანოვმა განაცხადა.
„კვირის ბოლოს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით, მუშაობა გავაგრძელოთ. რუსეთში ჰუმანიტარული დახმარების შეკრება და მოხალისეების ბრიგადების ფორმირება გრძელდება. აქცენტი ზამთრისთვის მომზადებაზე კეთდება“, – განაცხადა სტეპანოვმა.
მან ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს თხოვნით მიმართა, აქტიურად ჩაერთონ რუსეთიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში.
„მინსკში მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, სასურველი იქნებოდა, რომ წითელ ჯვარს უფრო მტკიცე პოზიცია დაეკავებინა“, – განაცხადა სტეპანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები