ალასანია: გავიხედოთ მომავალში და დავალაგოთ ურთიერთობები სახელისუფლო შტოებს შორის

მთავარია, გავიხედოთ მომავალში და დავალაგოთ ურთიერთობები სახელისუფლო შტოებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მინისტრი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს, რადგან ამ თემაზე გაუთავებელი საუბარი საზოგადოებასაც მობეზრდა.
“მგონი, ყველამ ვიცით, რომ მთავრობაც, პრეზიდენტის აპარატიც, პარლამენტიც ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გახადეს ახალ საკონსტიტუციო მოწყობაში ეფექტური ხელისუფლების მუშაობა. რა ვითარებაც ახლა არის, სწრაფად უნდა დამთავრეს, რადგან საზოგადოებასაც მობეზრდა გაუთავებელი საუბარი ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები