ირაკლი ალასანია: ვეცდებით, პრეზიდენტთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლა გაუმჯობესდეს
პრეზიდენტის ინსტიტუტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტრო ეცდება, გაუმჯობესდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
“ჩვენს ურთიერთობაში – თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის არაფერი შეიცვლება. ჩვენ ვეცდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ის არის კონსტიტუციით განსაზღვრული მთავარსარდალი და, აქედან გამომდინარე, ინსტიტუტების ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.