სოსო შატბერაშვილი: დუმბაძე „ქართული ოცნების“ სერიოზული პრობლემაა

„ნაციონალების“ მიერ შემუშავებული დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილს მურმან დუმბაძე წარმოადგენს. ის „ქართული ოცნების“ სერიოზული პრობლემაა. მისი მეშვეობით აჭარაში არეულობის მოწყობა უკვე დაწყებულია“,- ამის შესახებ განცხადება „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
შატბერაშვულმა „კვირას“ პრესკლუბში დღეს საპარლამენტო გადატრიალება დააანონსა და აღნიშნა, რომ დუმბაძის მონაწილეობით აჭარაში პროცესები დაწყებულია.
„აჭარა საქართველოს საყრდენი და სტრატეგიული რეგიონი გახლავთ. აჭარაში უკვე სერიოზული პრობლემაა შექმნილი და „ქართული ოცნება“ მმართველი ძალა უკვე აღარ არის. მურმან დუმბაძემ ყოველგვარი დაფარვის გარეშე განაცხადა, რომ აჭარაში უახლოეს დღეებში სრულად დაიშლება კოალიცია. ეს იქნება კოალიციის მომავალი დაშლის მინი – მოდელი, რომელიც ვირუსივით მოედება საქართველოს პარლამენტს“,- განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები