აშშ-ში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის დამარცხებად აფასებენ
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის დამარცხებად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი გარფმა ვაშინგტონში ბრიფინგზე განაცხადა. მარი გრაფის თქმით, რუსეთი ცდილობდა, რომ რატიფიცირებისთვის ხელი შეეშალა. „თუმცა ახლა ეს დოკუმენტი რატიფიცირებულია უკრაინის მიერ, და გარდა ამისა, ახლა რუსეთი დანარჩენი მსოფლიოსგან უფრო მეტადაა იზოლირებული. ამტომ ეს უფრო ორმაგი წაგების სტრატეგიას ჰგავს“, – განაცხადა მარი გარფმა.
მარი გარფმა ასევე მიულოცა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და ეს დღე ისტორიულ დღედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ და ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება გუშინ, 16 სექტემბერს, სინქრონულად მოახდინა.