ლავროვი: ნატო კიევს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით მოგვარებისკენ უბიძგებს

ნატო ფაქტობრივად კიევს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით მოგვარებისკენ უბიძგებს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ესპანურ გამოცემა „ელ პარიზთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს უკრაინა არჩევანის წინაშე დგას – მშვიდობის და საზოგადოებაში კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით წავიდეს, თუ ავტორიტარიზმში და ნაციონალ-რადიკალურ დიქტატურაში გადავარდეს. გადაწყვეტილება კიევმა და უკრაინულმა ხალხმა უნდა მიიღონ“, – აღნიშნა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, მოსკოვში ფიქრობენ, რომ უკრაინაში სისხლიანი ომის შეწყვეტის რეალური შანსი გაჩნდა.
„ამისთვის სამშვიდობო შეთანხმების პარალელურად სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ შინაარსობრივი, ღია, ინკლუზიური შიდაუკრაინული დიალოგი ყველა რეგიონის წარმომადგენლის და ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით. დიალოგის ფარგლებში უნდა განვიხილოთ საკითხები, რომლებიც კონსტიტუციას, ქვეყნის ბედს ეხება. ქვეყნის, რომელშიც კომფორტულად და უსაფრთხოდ ყველა ეროვნების ხალხი იცხოვრებს, სადაც ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები